გონება-მახსოვრობის პროგრამა

შეკვეთა
გონება-მახსოვრობის პროგრამა

ცხოვრების მაღალი რიტმი, ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი, ყოვედღიური სტრესი – იწვევს გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითებას. ქრონიკული დაღლილობა, მახსოვრობის, სასიცოცხლო ტონუსისა და უმიზეზოდ გუნება-განწყობის დაქვეითება, სამწუხაროდ, დამახასიათებელია ჩვენი თანამედროვეობისთვის.
მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა საკმაოდ რთულია, ხშირ შემთხვევაში კი არაეფექტური. საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ საკვებს, რომელიც ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად ნატურალური უნდა იყოს. ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი - ეს არის ფუტკრის პროდუქტები. 

ფუტკრის-პროდუქტები-და-კუჭ-ნაწლავი

„ტენტორიუმი“ ამ პრობლემის საკმაოდ ეფექტურად გადაწყვეტას გთავაზობთ ენერგიისა და მახსოვრობის კოქტეილით, რომელიც შემდეგი თაფლის კომპოზიციებით მზადდება:

აპიფიტოტონუსი
  • თაფლის კომპოზიცია „აპიფიტოტონუსი“ - პროდუქტში შემავალი ფუტკრის რძე და ყვავილის მტვერის (ფუტკრის ფეხგუნდა) კომბინაცია მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ცენტრალური ნერვულ სისტემაზე, კვებავენ ტვინის უჯრედებს, აუმჯობესებენ მახსოვრობას. აქვს დამამშვიდებელი და ანტისტრესული მოქმედება. შეუცვლელი პროდუქტია გონებრივი დატვირთვების დროს, განსაკუთრებით, როცა დიდი საინფორმაციო მასალაა ასათვისებელი. განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით, თანაც ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რადიონუკლიდებს და თავისუფალ რადიკალებს. გარდა ამისა, მას აქვს უნარი სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრას ამინომჟავების, ფერმენტებისა და მიკროელემენტების უკმარისობა, ნორმაში მოიყვანოს ერითროციტების, ლეიკოციტების რაოდენობა, ჰემოგლობინის მაჩვენებელი. გარდა ამისა აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად მახსოვრობას და რაც მთავარია, კვებავს იმუნურ სისტემას და იმუნური უჯრედების წარმომქმნელ ორგანოებს.
თაფლის კომპოზიცია „თაფლი ლეციტინით“

  • თაფლის კომპოზიცია „თაფლი ლეციტინით“ - ლეციტინი ნერვული ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებაა. ლეციტინის მიღება აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც სურს შეაჩეროს ან შეანელოს თავის ტვინის დაბერების პროცესი, რომელიც ასაკთან ერთად აცეტილქოლინის სინთეზის შემცირებითაა განპირობებული. ის ტვინის მკვებავია. პროდუქტის მიღება რეკომენდებულია ყურადღების, კონცენტრაციისა და მახსოვრობის დაქვეითების, აგრეთვე, ახალი ინფორმაციის ძნელად ათვისების დროს.

მახსოვრობის და ენერგიის კოქტეილი

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ეფექტური საშუალებაა ქრონიკული დაღლილობისა და მახსოვრობის დაქვეითების სამკურნალოდ. ამ პრობლემების მოგვარებასთან ერთად ისინი უზრუნველყოფენ იმუნიტეტის ამაღლებას, დაგვიცავენ ვირუსული ინფექციებისგან, გაგვიუმჯობესებენ განწყობას, მოგვიხსნიან გონებრივ და ფიზიკურ დაღლილობას.

შეკვეთა